ვარჯიში დათვურად - კვირის პალიტრა

ვარჯიში დათვურად

თეთრი დათვი ხმელეთის ყველაზე დიდი და საშიში მტაცებელია, თუმცა ჰუძონის ყურეში მხიარული დათუნიას ყინულზე "ვარჯიშმა" ეს აზრი სრულიად გააქარწყლა. 67 წლის კანადელმა ფოტოგრაფმა თეთრი დათვების "ფიზკულტურა" აღბეჭდა: "აქაური თეთრი დათვებისთვის ადამიანი უცხო არ არის. ერთმა 12 მეტრამდე  მიახლოების უფლებაც კი მომცა. გამაოცა ამ გოლიათების ვარჯიშმა. ერთ-ერთი დათუნია "ხიდზეც კი დადგა!" - ამბობს დენის მინტი.