კიდევ სცადეთ, ანუ ბრიტნი მესამედ თხოვდება - კვირის პალიტრა

კიდევ სცადეთ, ანუ ბრიტნი მესამედ თხოვდება

ორნაქმარები ბრიტნი სპირსი მესამედ ადვოკატ დევიდ ლუკადოს მიჰყვება ცოლად. თუმცა ქორწინებაში გამოცდილი 32 წლის პოპპრინცესა ამჯერად მთელი დანახარჯის ამოღებას ისევ საქორწინო ცერემონიიდან აპირებს. ამისთვის გრანდიოზული ზეიმი ელვის პრესლის საოჯახო ვილა "გრეისლენდში" უნდა გადაიხადოს და ფოტოების სარფიანად გაყიდვას გეგმავს. "გრეისლენდი" ტენესის შტატის ქალაქ მემფისშია, მასში მრავალი წელია პრესლის მუზეუმია მოწყობილი. თუმცა აქ ელვისის ქალიშვილი ლიზა-მარია პრესლიც ცხოვრობს. მომღერლის მოლაპარაკება "კოლეგის" ქალიშვილთან  უკვე წარმატებით დასრულდა. ბრიტნის იმედი აქვს, რომ ფოტოებით დანახარჯს ამოიღებს (დაახლოებით 2 მლნ დოლარი) და შესაძლოა, მოგებაც დარჩეს.