"სულ გაუთხოვარი" ფანი 65 წლისაა
31-03-2014
"სულ გაუთხოვარი" ფანი 65 წლისაა
22 მარტს გამოჩენილი ფრანგი მსახიობი ფანი არდანი 65 წლის გახდა. ოფიცრის ოჯახში დაბადებულ მომავალ სუპერვარსკვლავს პოლიტიკური კარიერა იზიდავდა და უნივერსიტეტში სწორედ პოლიტოლოგის სპეციალობას დაეუფლა. მაგრამ მსახიობობის სურვილმა პოლიტიკოსობას აჯობა - ფანიმ 1974 წელს "დრამატული ხელოვნების" კურსი დაამთავრა და სცენას მიაშურა. კინოში დებიუტი შედგა 1979 წელს, რაც რეჟისორ ფრანსუა ტრიუფოს სახელთან არის დაკავშირებული. მისგან არდანს  გოგონაც შეეძინა. მას კიდევ ორი შვილი ჰყავს ორი სხვა მამაკაცისგან. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ვარსკვლავი არასდროს გათხოვილა...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით