ელვის პრესლის რეაბილიტაცია
31-03-2014
ელვის პრესლის რეაბილიტაცია
მეცნიერებმა მარკ ევანსის ხელმძღვანელობით ახლახან ელვის პრესლის სიკვდილის მიზეზი გამოარკვიეს. მათ მომღერლის პარიკმახერისგან 2 000 დოლარად შეიძინეს ელვისის თმის ღერი, საიდანაც აღებული დნმ-ის გამოკვლევის თანახმად, ვარსკვლავს თანდაყოლილი დაავადებები დაუდგინდა. გენეტიკურად განპირობებულ სნეულებებს შორის სიკვდილის მიზეზი გახდა ე.წ. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია - გულის კუნთის გასქელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც გულის პროგრესირებადი უკმარისობით მთავრდება და მამაკაცებს 20-40 წლის ასაკში უვითარდებათ. "არადა, მრავალი წლის მანძილზე როკ-ენ-როლის მეფის ნაადრევ სიკვდილს ნარკოტიკების ზედმეტ დოზას და ლოთობას აბრალებდნენ.
ადანაშაულებდნენ მის ექიმსაც", - ამბობს ევანსი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით