სადილი... საფლავებს შორის
31-03-2014
სადილი... საფლავებს შორის
"ახალი იღბლიანი რესტორანი", - ასე ჰქვია ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში, მე-16 საუკუნის დროინდელ სასაფლაოზე აშენებულ კვების ობიექტს, სადაც ყველაფერი ძველ საფლავებს შორისაა განთავსებული. რესტორანი კლიენტების ნაკლებობას არ უჩივის. "საფლავები ისევე დავტოვეთ, როგორც იყო. ყოველ დილით, ვიდრე სტუმრები მოვლენ, დამლაგებლები, ინტერიერის მოწესრიგებასთან ერთად, საფლავებსაც უვლიან და ყვავილებით რთავენ. ყოველ დილას გარდაცვლილების პატივისცემით ვიწყებთ - ეს მეტად მნიშვნელოვანია", - ამბობს რესტორნის მეპატრონე კრიშნან კუტი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით