თავჩაქუჩა ზვიგენების "მცველი"
07-04-2014
თავჩაქუჩა ზვიგენების "მცველი"
ტეხასელი პროფესიონალი მყვინთავი ელი მარტინესი მსოფლიოში ცნობილია თავისი სანახაობებით - "ყვინთვა ზვიგენებთან ერთად". ახლახან ის ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა (სადაც თავჩაქუჩა ზვიგენებს კანონი იცავს) და იმდენ ხანს ყვინთავდა მათთან ერთად, სანამ უზარმაზარი მტაცებლები არ დაუმეგობრდნენ - მისი ხელიდან თევზის მირთმევაზეც აღარ ამბობდნენ უარს. ელის სურს, ყურადღება მიაპყროს თავჩაქუჩა ზვიგენების პრობლემას, რომელთაც მონადირეებისგან განადგურება ელით. "გიგანტური თავჩაქუჩა უზარმაზარი მტაცებელია, რომლის სიგრძე 6 მ-ს, წონა კი 600 კგ-ს აღწევს. იმის მიუხედავად, რომ ეს
მტაცებელი ადამიანს თავს იშვიათად ესხმის, მასთან სიფრთხილის დაცვა მაინც აუცილებელია - 2013 წელს ადამიანზე თავდასხმის სულ 33 შემთხვევა დაფიქსირდა, საბედნიეროდ, სიკვდილით არც ერთი არ დამთავრებულა.

ეს ზვიგენები თევზით, კალმარებით, რვაფეხებითა და სხვა ზვიგენებითაც იკვებებიან, მათი უზარმაზარი ფარფლები შავ ბაზარზე ძვირად ფასობს. ამიტომ მსურს, საზოგადოების ყურადღება
მივაპყრო, თუ რა გრაციოზულები და მშვენიერები არიან გადაშენების პირას მყოფი თავჩაქუჩა ზვიგენები", - აცხადებს ელი.     

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით