"გავიალის თავზეც გავიარე" - კვირის პალიტრა

"გავიალის თავზეც გავიარე"

ინდონეზიელი ფოტოგრაფ-ნატურალისტი ჯაკარტაში შეესწრო, როგორ ააცოცდა თავზე მამაცი ბაყაყი ნიანგ გავიალის. შემდეგ ნიანგის თავზეც უცერემონიოდ გადაიარა და ცხვირის წვერზე მოკალათდა. აღშფოთებულმა ნიანგმა თავხედი სტუმრის კბილებში მოგდება და გადასანსვლა სცადა, მაგრამ ნიანგის ცხვირს ჩაბღაუჭებული პატარა რეპტილია ადგილიდან არ იძვროდა... "ბოლოს, ბაყაყს მოსწყინდა ნიანგის თავ-პირზე დასვენება და ისე სწრაფად გადახტა და გაცურა, რომ გავიალი გაცუცურაკებული და პირში ჩალაგამოვლებული დატოვა", - ამბობს ფოტოგრაფი.