ჯაგერის საყვარელმა თავი ჩამოიხრჩო - კვირის პალიტრა

ჯაგერის საყვარელმა თავი ჩამოიხრჩო

მიკ ჯაგერის საყვარელმა, ცნობილმა მოდელმა და დიზაინერმა ლორენ სკოტმა მანჰეტენზე, თავის მდიდრულ ბინაში თავი შარფით ჩამოიხრჩო. 49 წლის ლორენს სიკვდილის წინ ბარათი არ დაუტოვებია.

70 წლის მიკ ჯაგერი მას 2011 წლიდან ხვდებოდა. ლორენ სკოტი მოდელობის დასრულების შემდეგ სტილისტი და დიზაინერი გახდა - ცნობილი ფილმებისთვის ("ფართოდ დახუჭული თვალები", "ოუშენის ცამეტი მეგობარი" და სხვ.) მრავალი კოსტიუმი აქვს შექმნილი. მას ასევე ჰქონდა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი "ლორენ სკოტი".

საყვარლის თვითმკვლელობის ამბავი ჯაგერმა ავსტრალიაში შეიტყო, სადაც "როლინგ სტოუნზთან" ერთად კვლავ კონცერტებს მართავს.