დაპატარავებული "მე"
07-04-2014
დაპატარავებული "მე"
გერმანულმა კომპანიამ (თწინკინდ ანუ "ტყუპის მსგავსი") 360-გრადუსიანი სკანირებისა და 3D  ფერადი ბეჭდვის ტექნოლოგიის ერთდროული გამოყენებით დაიწყო კლიენტების ციცქნა ქანდაკებების დამზადება, რომელიც დამკვეთის ზუსტი ასლია და  საოცრად ჰგავს დედანს.

ფირმის დამფუძნებლებს - კრისტინა ნოირორსა და ტიმო შედელს იდეა ტოკიოში უკვე არსებული ე.წ. 3D ფორმატში დამზადებული ქანდაკებების ნახვის შემდეგ გაუჩნდათ, თუმცა მათი ნახელავი იაპონელებისას ბევრად სჯობია. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ისინი კლიენტებს სთხოვენ სკანირებაზე აბრეშუმისა და შიფონის ქსოვილის ტანის
ამოსი არ ჩაიცვან, რათა სკანერი ამ ფაქტურას ცუდად აღიქვამს. კლიენტი სკანერთან გაუნძრევლად 15 წუთს უნდა იდგეს, სამგანზომილებიანი მოდელი კი ფერადი პრინტერით რამდენიმე წუთში უკვე მზად არის...   
დღეს მსოფლიოში სკანირებისა და 3D  ფერადი ბეჭდვის ტექნოლოგიების ბუმია. გაგიკვირდებათ და თვით სამხედრო თვითმფრინავების უზუსტეს დეტალებსაც კი სწორედ ამ ტექნოლოგიით ამზადებენ და ის
წარმატებით გამოიყენება თვითმფრინავების აწყობისას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით