ჯასტინ ბიბერის სარეკორდო ტატუ - კვირის პალიტრა

ჯასტინ ბიბერის სარეკორდო ტატუ

"პირველი ადამიანი, რომელმაც ტატუ მსოფლიოში ყველაზე დიდ სიმაღლეზე გაიკეთა" - გინესის წიგნში მოსახვედრად ნორჩმა ვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა პანამიდან კანადაში საკუთარი თვითმფრინავით გადაფრენისას 12 000 მ-ის სიმაღლეზე ტატუ გაიკეთა!

20 წლის ვარსკვლავს სვირინგი ნიუ-იორკში ცნობილმა ტატუს ოსტატმა ბენგ-ბენგმა გაუკეთა. ამ უკანასკნელის თქმით, ტურბულენტობის გამო თვითმფრინავი აქეთ-იქით ქანაობდა, რაც მას ხელს უშლიდა მუშაობაში, თუმცა "რეკორდი მაინც დაამყარა".