"პატარა ადოლფი" - კვირის პალიტრა

"პატარა ადოლფი"

"ჩემი 7 კვირის ლეკვი პატჩი ძალიან ალერსიანი და საყვარელია, მაგრამ რა ვქნა - ის საშინლად ჰგავს ერთ-ერთ ყველაზე ბოროტ ადამიანს კაცობრიობის ისტორიაში ადოლფ ჰიტლერს. ის ფრანგული ბულდოგისა და ში-ცუს ნაჯვარი ჯიშია. და-ძმაც ჰყავს, რომლებიც, საბედნიეროდ, მას არ ჰგვანან", - ამბობს "პატარა ჰიტლერის" პატრონი, იორკელი ლინდა უაითჰედი. მისი თქმით, საწყალ ლეკვს სახელს აღარავინ ეძახის და მისი ოჯახის წევრები თუ ყველა ნაცნობი "ადოლფს" უწოდებს. "არადა, ბედის ირონიით,  ჰიტლერს პატჩის ძმა უფრო ჰგავს ხასიათით", - დასძენს ლინდა.