მთავარი ტერორისტი "დაპატიმრებულია" - კვირის პალიტრა

მთავარი ტერორისტი "დაპატიმრებულია"

უგანდის მოსახლეობის მთავარი "ტერორისტი" - ერთტონიანი კაციჭამია ნიანგი დაიჭირეს! გიგანტმა ნიანგმა რამდენიმე მეთევზე უკვე შეახრამუნა.

რეპტილიაზე ნადირობა 4 დღეს გრძელდებოდა. მას ხორცის სატყუარიანი რკინის ხაფანგი ვიქტორიის ტბის ნაპირზე დაუგეს. მის გამოყვანას კი სატვირთო ავტომობილი დასჭირდა.

ექსპერტების ვარაუდით, ნიანგი 80 წლისა უნდა იყოს. მას ეროვნულ პარკს, "მერჩისონ ფოლსს", გადასცემენ.