"სწავლა მოსწავლეთა"
14-04-2014
"სწავლა მოსწავლეთა"
ლიტველი ფოტოგრაფები ფინეთის ერთ-ერთ ნაკრძალში ბელების "სკოლას" გადააწყდნენ - გადაიღეს, თუ როგორ ასწავლიდა დედა დათვი თავის ნაშიერებს ხეზე ასვლას.

"დედა დათვი თავდაპირველად ცდილობდა პატარებისთვის ეჩვენებინა, როგორ მოეძებნათ საკვებად ვარგისი მცენარეების ფესვები, თუმცა  მოუსვენარ ბელებს "მეცადინეობა" მალე მოსწყინდათ და  სათამაშოდ გაიწიეს. მაშინ დედამ მათ ხეზე ასვლის სწავლება დაუწყო. ბელები ნიჭიერი მოწაფეები გამოდგნენ და დედის გასახარად, სულ მალე ხეს კენწეროზეც მოექცნენ", - ამბობს ფოტოგრაფი.

"ერთი თვის სპლიყვმა ხორთუმის გამოყენება ჯერ არ იცოდა
- ბალახს პირდაპირ პირით გლეჯდა. დედამ რამდენჯერმე ხორთუმი გაუკავა და აჩვენა, რომ ძროხასავით  არ ეძოვა. სპლიყვმაც უცებ ისწავლა, რომ ბალახის გლეჯა ხორთუმით უფრო სწორი და მოსახერხებელია", - ამბობს ველური ბუნების ფოტოგრაფი ტომ ბერი, რომელიც ამ სურათს კენიის ნაკრძალში შეესწრო.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით