50 წლის "გლადიატორი" - კვირის პალიტრა

50 წლის "გლადიატორი"

7 აპრილს, პოპულარული ოსკაროსანი მსახიობი რასელ ქროუ 50 წლის გახდა. ის ახალ ზელანდიაში დაიბადა, 4 წლის იყო, როცა ოჯახი ავსტრალიაში გადაბარგდა, ხოლო 6 წლისას უკვე იღებდნენ სერიალების ეპიზოდებში. 17 წლისამ სკოლა მიატოვა და თავის რჩენა მუსიკოსობით სცადა. თან მუშაობდა ბარმენად, მიმტანად, დიჯეიდ, შემდეგ ღამის კლუბიც გახსნა, თუმცა გაკოტრდა. 90-იან წლებში ბედი კინოს დაუკავშირა. გადამწყვეტი აღმოჩნდა შერონ სტოუნის რეკომენდაცია, როცა 1995 წელს ჰოლივუდის ერთ-ერთ ვესტერნში მიიწვიეს. რასელი იმითაც გახდა ცნობილი, რომ კარიერის დასაწყისში სასტიკად ემტერებოდა პაპარაცებს. 2003 წელს ცოლად შეირთო ავსტრალიელი მომღერალი დანიელა სპენსერი, ორი ვაჟიც შეეძინათ, მაგრამ ცოლს ღალატი ვერ აპატია და 2012-ში გაშორდა. ახლახან ქროუმ ბიბლიური ნოეს როლიც მოირგო დარენ არონ ოფსვის ეპიკურ დრამაში. კინოკრიტიკოსები "გლადიატორ ნოეს" კიდევ ბევრ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.