ალენ დელონი და "პირველი ლედი" - კვირის პალიტრა

ალენ დელონი და "პირველი ლედი"

საფრანგეთს პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ყოფილი მეგობარი, 49 წლის ვალერი ტრიერვეილერი 78 წლის ალენ დელონთან გამოიჭირეს. საინტერესო ის არის, რომ ქალს ამ არჩევანს ბევრი უწონებს! თავის დროზე, ვალერიმ ოლანდი ღალატში გამოიჭირა, რასაც ხმაურიანი სკანდალი მოჰყვა. ვალერის გულშემატკივრები თვლიან, რომ მსოფლიოს  ქალების საოცნებო მამაკაცთან მისი რომანტიკული ურთიერთობა ყოფილი საყვარლისადმი ღირსეული პასუხია. წყვილს პაპარაცები ქუჩაში გადაეყარნენ. მათი ფოტო ევროპული ქრონიკების ისეთ ჰიტად იქცა, რომ დროებით უკრაინის ამბებიც კი დაავიწყა ხალხს...