"ტრუსის სწორების" კომპლექსი - კვირის პალიტრა

"ტრუსის სწორების" კომპლექსი

ღვთაებრივი აღნაგობის მარია შარაპოვას პაპარაცები მუდამ კვალში დასდევენ. ამიტომ მექსიკის კურორტ კანკუნის პლაჟზეც ადვილად მიაგნეს - აქ ჩოგბურთელი სერენა უილიამსთან მატჩის ზედიზედ მე-15-დ წაგების შემდეგ ფიზიკური და სულიერი ძალების მოსაკრებად ჩამოვიდა. შარაპოვას მიერ კორტზე "ტრუსის გასწორების" ცერემონია ყველასთვის ცნობილია. აქამდე ფიქრობდნენ, რომ მარია ასე იქცეოდა ტელეეკრანებისა და მაყურებლის თვალწინ თავისი შესანიშნავი აღნაგობისა და "ერთი ადგილის" სილამაზის წარმოსაჩენად (სხვათა შორის, "ფორბსის" მიხედვით, სწორედ სილამაზის წყალობით შარაპოვა სპორტსმენ ქალებს შორის პირველ ადგილზეა სარეკლამო შემოსავლებით - 23 მლნ დოლარი). რაოდენ დიდი იყო პაპარაცების გაოცება, როცა მიყრუებულ კანკუნის პლაჟზეც მარია გამუდმებით ისევ ტრუსს ისწორებდა! "იმდენი ქნა, რომ კომპლექსად ექცა!" - მიიჩნევენ კრიტიკოსები...