პრინც ჯორჯის პირველი ტურნე
14-04-2014
პრინც ჯორჯის პირველი ტურნე
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალ ზელანდიაში სამკვირიანი ტურნე დაიწყო. ეს კემბრიჯის ჰერცოგ უილიამისთვის, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონისა და მათი რვა თვის ვაჟის, -  პრინც ჯორჯისთვის პირველი ერთობლივი უცხოური ტურნეა. ტრაპზე ჩამოსვლისას ჟაკლინ კენედის სტილის წითელ სამოსში გამოწყობილ ჰერცოგინიას ძლიერმა ქარმა კალთები ისე აუფრიალა, რომ დამხვდურმა დელეგაციამ მისი გრძელი კანჭები იხილა...
სამეფო ოჯახის წევრებს ახალი ზელანდიის მკვიდრნი მაორ მებრძოლთა ტრადიციული ცერემონიით შეხვდნენ. ფოტოგრაფებს არ გამოჰპარვიათ ნახევრად შიშველი, უკანალმოსვირინგებული მაორი მებრძოლის წინ
უხერხულად მდგარი ქეითი.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით