ხმაც და ფეხებიც
21-04-2014
ხმაც და ფეხებიც
ამერიკული ტელეარხის (VH1) აზრით, მომღერალი ქალებისთვის ფეხებს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ხმას. ხუთმილიონიანი აუდიტორიის გამოკითხვით, არხმა მომღერალი ქალების "მსოფლიოში საუკეთესო ფეხების" რეიტინგი შეადგინა. პირველ ადგილზე ქანთრის მომღერალი ტეილორ სვიფტი გავიდა. კრიტიკოსთა თქმით, ეს სამართლიანია, სუპერვარსკვლავს ხმაც საუკეთესო აქვს და ფეხებიც. სვიფტი ცდილობს, ნაკლებად გაუსვას ხაზი ფეხების სექსუალურობას, თუმცა ამას წინათ "ვიქტორია სეკრეტის" შოუში მონაწილე მომღერალმა პოდიუმზე ტოპ-მოდელები თითქმის დაჩრდილა. მეორე ადგილზეა 74 წლის უბერებელი თინა ტერნერის ფეხები. ტოპათეული კი ასეთია:
1. ტეილორ სვიფტი. 2. თინა ტერნერი. 3. შაკირა. 4. რიანა. 5. მაილი საირუსი. 6. აიზალია ბენქსი. 7. ნიკოლ შერზინგერი. 8. ჯენიფერ ლოპესი. 9. კეტი პერი. 10. კერი ანდერვუდი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით