"ჭეშმარიტად სახალხო" მილა
21-04-2014
"ჭეშმარიტად სახალხო" მილა
ახლახან ლოს-ანჯელესში გაიმართა  MTV Movie Awards-2014 დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.  MთV-ის მიერ 1992 წლიდან დაწესებული ჯილდოები "ოსკარის" საპირწონედ იყო ჩაფიქრებული. ის კინო და შოუბიზნესში პრესტიჟულად ითვლება. "ოსკარისგან" განსხვავებით გამარჯვებულთა ვინაობის დადგენა არა ჟიურის მიერ, არამედ ინტერნეტგამოკითხვით ხდება. ამიტომ პრიზი - პატარა სათლი ოქროს ბატიბუტით "ჭეშმარიტად სახალხო მსახიობთა" ხვედრია. წელს ოქროს ბატიბუტი ერგოთ ორლანდო ბლუმს, ჯარედ ლეტოს, ჩენიგ ტატუმს, მარკ უოლბერგს და სხვებს. თუმცა ნამდვილი ფურორი წითელ ხალიჩაზე მილა კუნისის გამოჩენამ გამოიწვია.
ყველამ იცის, რომ კუნისი ორსულად არის, მაგრამ მილა და მისი ბოიფრენდი ეშტონ კატჩერი არ ამხელენ ბავშვის სავარაუდო დაბადების თარიღს. ბუნებრივია, ამიტომაც გახდა მილას გამოჩენა საყოველთაო ინტერესის საგანი...             
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით