შივანათჰი და შივრამი ერთმანეთს ვერ ელევიან - კვირის პალიტრა

შივანათჰი და შივრამი ერთმანეთს ვერ ელევიან

ცენტრალური ინდოეთის ქალაქ რაიპურის მახლობელ პატარა სოფელში, რაჯა კუმარის ოჯახში 12 წლის წინ, 5 ქალიშვილის შემდეგ სიამის ტყუპი ვაჟი დაიბადა. მას შემდეგ იქაურები შივანათჰისა და შივრამის თაყვანს სცემენ, როგორც ღვთაებას. ახლახან ექიმებმა მშობლებს შესთავაზეს მათი დაშორიშორება, თუმცა ტყუპი წინააღმდეგია. ეს არც მამას სურს, - უმჯობესია, ისე დარჩნენ, როგორც ღმერთმა გააჩინაო. ტყუპს აქვს ცალ-ცალკე ხელები, ფილტვები და გული, ხოლო საერთო - კუჭი და ორი ფეხი. ყოველდღიური ვარჯიშის შედეგად ძმებმა მიაღწიეს იმას, რომ დამხმარის გარეშე ჭამენ, ბანაობენ, იცვამენ, ივარცხნიან...  რაც მთავარია, შესანიშნავად სწავლობენ სკოლაში, რითაც ოჯახი ძალიან ამაყობს. "ჩვენ არ გვსურს დაშორიშორება, მუდამ ასე დავრჩებით, როგორც ვართ", - ამბობს შივრამი.