ყვავის "კრეატიული" ბუდე - კვირის პალიტრა

ყვავის "კრეატიული" ბუდე

იაპონელი ბლოგერი დიდხანს ვერ ხვდებოდა, სად ქრებოდა აივანის კარადიდან პლასტმასის ტანსაცმლის საკიდები, სანამ უკანა ეზოში მყარად ნაგები ყვავის ბუდე არ აღმოაჩინა. "ვიცოდი, რომ ყვავი ბუდის ასაგებად ტოტებთან ერთად ლითონის მავთულებსაც იყენებს. ახლა თურმე პლასტმასზეც გადასულან - ბაცაცას სხვა ყვავებმაც მიჰბაძეს და ახლომახლო უკვე რამდენიმე ასეთი ბუდეა", - ამბობს იაპონელი.