ქორწინება ინდაურში
28-04-2014
ქორწინება ინდაურში
ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატის ქალაქ ინდაურში გამართულ უცნაურ ქორწილს ახლომახლო სოფლებიდან რამდენიმე ათასი კაცი დაესწრო.  დეკეულ განგასა და მოზვერ პრაკაშის შეუღლების საზეიმო ცერემონია 17 ათასი დოლარი დაჯდა. ფერმერებმა წმინდა ცხოველების დაქორწინება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ინდაური და მეზობელი სოფლები თავსხმა წვიმამ ლამის წაიღო და ხალხს ჭირნახულის გარეშე დარჩენა დაემუქრა. ფერმერებმა სოლიდური თანხა გაიღეს, რომ სიძე-პატარძლისთვის სამოსი და სამკაული შეეძინათ, განსაკუთრებით დედოფალი მორთეს და მოკაზმეს ძვირფასი ფარჩა-აბრეშუმით და პატიოსანი თვლებით შემკული სამკაულებით.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით