ჯოდის ბედნიერება - კვირის პალიტრა

ჯოდის ბედნიერება

51 წლის ჯოდი ფოსტერი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, როგორც იქნა, გათხოვდა. ოღონდ ქმარი თავისი დაქალი, ფოტოგრაფი ალექსანდრა ჰედისონია. ეს ფაქტი ორი "ოსკარის" მფლობელი სუპერვარსკვლავის წარმომადგენელმა დაადასტურა. მთელი ბომონდი დარწმუნებულია, რომ ჯოდის ორი ვაჟი - 14 წლის ჩარლზი და 12 წლის კიტი თავისი მეგობრისა და კოლეგის, მელ გიბსონისგან ჰყავს - ორივე შვილი სხვადასხვა ფილმზე მათი ერთობლივი მუშაობის შემდეგ გაჩნდა, თუმცა ჯოდი თავისი შვილების მამის ვინაობას ჯიუტად არ ამხელს... ქალს არაერთხელ უთქვამს, რომ გიბსონი მისი ცხოვრების სიყვარულია და როცა 8 შვილის მამას რუს ცოლთან პრობლემები გაუჩნდა, მაინც მელის დაცვა გადაწყვიტა.