მეეზოვე დონ სილვიო - კვირის პალიტრა

მეეზოვე დონ სილვიო

სოციალურ ქსელში კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებული იტალიის ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის ფოტო გავრცელდა, სადაც ის საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეს ასრულებს.

ყოფილ პრემიერს, საგადასახადო მაქინაციების გამო, 18 აპრილს ერთი წლით საზოგადოებრივი სამუშაო დააკისრეს. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ პოლიტიკოსს პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ ასაკის გამო ციხე საზოგადოებრივი სამუშაოთი შეუცვალა. მილანის სასამართლომ 77 წლის ბერლუსკონის არჩევნებში მონაწილეობის უფლება 6 წლით ჩამოართვა. დონ სილვიო იტალიის სენატიდანაც გარიცხეს.