ვნებიანი ჰაიდი კაცს კაცზე იცვლის - კვირის პალიტრა

ვნებიანი ჰაიდი კაცს კაცზე იცვლის

მას შემდეგ, რაც 40 წლის ჰაიდი კლუმი თავის მეორე პირად მცველს და პარტნიორს დაშორდა (სხვათა შორის, პირველი პირადი მცველიც მისი პარტნიორი იყო), ყველას ეგონა, რომ გერმანელი მზეთუნახავი ყოფილ ქმარს, მომღერალ სილს  დაუბრუნდებოდა, რომელთანაც 4 შვილი ჰყავს. პაპარაცებმა კი მოულოდნელად ვნებიანი ჰაიდი დემი მურის ყოფილ საყვარელთან, 27 წლის ვიტო შნაბელთან გამოიჭირეს. მათ ჯერ პარიზში მოჰკრეს თვალი, მერე კი მექსიკის პლაჟზე დააფიქსირეს. სხვათა შორის, ვიტოს უკვე აქვს ასაკშეპარული ქალების მოყვარულის რეპუტაცია. ჰაიდი კი ფოტოგრაფებს არც ემალებოდა, პირიქით, დემონსტრაციულად მოიშიშვლა არცთუ მიმზიდველი მკერდი.