ციყვთა ნადიმი შამპანურის ზალპით - კვირის პალიტრა

ციყვთა ნადიმი შამპანურის ზალპით

ბრიტანელი ფოტოგრაფი მაქს ელისი, რომელმაც პროფესიული განათლება ბრაიტონის უნივერსიტეტში მიიღო, 15 წელია მხოლოდ ცხოველებს იღებს. განსაკუთრებით კი ციყვები უყვარს, რომლებსაც ხშირად უმეგობრდება. ციყვები ქურდბაცაცებიც არიან, მაგრამ როცა ერთ-ერთი განსაკუთრებით თამამი ციყვი ორცხობილების მოპარვიდან ანთებული სიგარეტის მოტაცებაზე გადავიდა, მაქსმა გადაწყვიტა, მეგობრისთვის” ჭკუა შამპანურის ზალპით ესწავლებინა. "ვიცოდი, ონავარი ციყვი ბოთლთან აუცილებლად მიცუნცულდებოდა. ამიტომ საცობი ნახევრად ამოწეული დავტოვე. ორ წუთში ბოთლმა "გაისროლა" და შეშინებულმა ბაცაცამ მხოლოდ თვალის დახუჭვა მოასწრო. წამალმა, სხვათა შორის, გაჭრა", - ამბობს მაქსი.