"ტანცკლასი" ორსულისთვის
05-05-2014
"ტანცკლასი" ორსულისთვის
მიუხედავად იმისა, რომ მილა კუნისი და ეშტონ კეტჩერი ცდილობენ ყველაფერი საიდუმლოდ შეინახონ, საბოლოოდ გაირკვა, რომ მათ გოგონა ეყოლებათ. ცოტა ხნის წინ ორსული მილა მომავალი დედების სპეციალურ კურსებზე შეამჩნიეს, ახლახან კი პაპარაცებმა ბედნიერი მიჯნურები კალიფორნიის შტატის ტრადიციულ ქანთრი მუსიკის ფესტივალზე ნახეს - ეშტონი და მილა საჯაროდ წარამარა კოცნიდნენ ერთმანეთს, ხოლო საყოველთაო მხიარულების დროს სადად ჩაცმული ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილი სხვებთან ერთად თავდავიწყებით ცეკვავდა. რომ არა დიდი ბრილიანტი ორსული კუნისის არათითზე,
ძნელი იქნებოდა მასში 2014 წლის "პლანეტის ყველაზე სექსუალური" ქალის ამოცნობა.   

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით