ბლუმი - "ბიბერს გოგო დაეკარგა..." - კვირის პალიტრა

ბლუმი - "ბიბერს გოგო დაეკარგა..."

ახლახან პაპარაცებმა 37 წლის სუპერვარსკვლავი ორლანდო ბლუმი 21 წლის მომღერალ სელენა გომესთან - ჯასტინ ბიბერის ყოფილ საცოლესთან ერთად "დაასტუკეს". არადა, ვარაუდობდნენ, რომ სუპერმოდელ მირანდა კერთან უკვე ოფიციალურად გაყრილ ბლუმს, რომელსაც მირანდასთან 2 წლის ბიჭუნა ფლინი ჰყავს, რომანი ჰქონდა თავის ახალ პარტნიორთან სპექტაკლში "რომეო და ჯულიეტა".

პაპარაცებმა ბლუმი და გომესი ტროტუარის ბორდიურზე "რომანტიკულად ჩამომსხდარი" დააფიქსირეს... აღსანიშნავია ისიც, რომ ჯასტინ ბიბერი სელენას დღემდე სთხოვს დაბრუნებას, თუმცა გომესს ამის გაგონებაც არ სურს.