იუბილარ ჯესიკას საიდუმლოება
05-05-2014
იუბილარ ჯესიკას  საიდუმლოება
28 აპრილს 33 წლის გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული მზეთუნახავი ჯესიკა ალბა. ჩასაფრებულმა პაპარაცებმა ფიტნესკლუბიდან მომავალი სპორტულად ჩაცმული იუბილარი მოულოდნელად დააფიქსირეს ყველასთვის უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან და ახლა მთელი ბომონდი იმის ფიქრშია, რა ხდება ჯესიკას თავს! საქმე ის არის, რომ დღემდე ალბა 35 წლის კინოპროდიუსერ კეშ უორენის ერთგული ცოლი და 2 გოგონას სამაგალითო დედაა, რომელიც ჩაცმის დროსაც არასოდეს გადადის მომხიბვლელობის დასაშვებ ზღვარს. მაგრამ ამბობენ, რომ თავმოყვარე ქმარს ცოტა შურს ჯესიკას წარმატებების -
კინოს გარდა, მსახიობის ფირმის (The Honest Company) მოგებამ, რომელიც ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს უშვებს, წელიწადში 100 მლნ დოლარს გადააჭარბა.   

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით