ბერბიჭას ნახევარქორწილი - კვირის პალიტრა

ბერბიჭას ნახევარქორწილი

ჰოლივუდის მთავარი ბერბიჭა და ყველაზე პოპულარული სასიძო - 51 წლის ჯორჯ კლუნი, როგორც იქნა, ნახევარწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 36 წლის ბრიტანელ ადვოკატ ამალ ალამუდინზე დაინიშნა. ამალი "ვიკილიქსის" დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის იურისკონსულტი და სირიის საკითხებში გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის მრჩეველია. ბეირუთში დაბადებულმა გოგონამ ბრწყინვალედ დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და შესანიშნავი კარიერა გაიკეთა. რაც მთავარია, ლიბანელი მეტად მიმზიდველია - ერთ-ერთი გამოკითხვით ის "მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ადვოკატთა" რიცხვში მოხვდა ფორმულირებით: "ქალურობის მიუღწეველი იდეალი და სილამაზისა და წარმატების შეთავსების ბრწყინვალე ნიმუში". ეს "ნიმუში" კლუნისაც ძალიან მოსწონს, თუმცა ჯიუტი სუპერვარსკვლავი ქორწილის თარიღის გამოცხადებას მაინც არ აპირებს! ამიტომ ბომონდში ხუმრობენ, რომ სუპერვარსკვლავი სანახევროდ დაქორწინდა.