მშიერი და უსახლკარო... გირი
05-05-2014
მშიერი და უსახლკარო... გირი
ნიუ-იორკში ფრანგმა ტურისტმა კარინ გომბომ, რომელიც ქალაქს ქმართან და 15 წლის ვაჟთან ერთად ათვალიერებდა, დაინახა, რომ ვიღაც უსახლკარო მამაკაცი ნაგვის ურნაში იქექებოდა. ქალმა მაშინვე პიცა შესთავაზა, რომელიც იტალიურ რესტორანში სადილობის შემდეგ მორჩათ... თურმე გომბო შემთხვევით ფილმის - "უხსოვარი დროიდან" გადასაღებ მოედანზე მოხვდა, "მშიერი უსახლკარო" კი რიჩარდ გირი გახლდათ, რომელიც ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს! "მამაკაცმა მკითხა, - რა არის პარკშიო. ვცადე, ინგლისურად მეპასუხა, თუმცა ფრაზის ნახევარი მაინც ფრანგულად გამომივიდა -
უკაცრავად, რომ პიცა ცივია-მეთქი, მან კი გულით დამლოცა - დიდი მადლობა, გფარავდეს ღმერთიო!" - აცხადებს გომბო, რომელიც მაშინვე მედიის მთავარ გმირად იქცა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით