სისწრაფის ჩემპიონი... ტკიპაა! - კვირის პალიტრა

სისწრაფის ჩემპიონი... ტკიპაა!

დღეისთვის დედამიწის ყველაზე სწრაფი არსება ეს ნახევარი მმ სიგრძის კალიფორნიული ტკიპაა (Paratarsotomus macropalpis). არადა, დღემდე ყველაზე სწრაფები იყვნენ: ჰაერში - შევარდენი, რომელიც პიკირებისას 300 კმ/სთ-ზე მეტ სისწრაფეს ავითარებს, ხმელეთზე კი გეპარდი, რომლის სისწრაფე 120 კმ/სთ-ს აღწევს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კალიფორნიული ტკიპა წამში საკუთარი სხეულის სიგრძეზე 322-ჯერ მეტ მანძილზე გადაადგილდება (გეპარდი წამში მხოლოდ თავის სხეულზე 16-ჯერ მეტ მანძილს ფარავს), რაც წარმოუდგენელი სისწრაფის - 2090 კმ/სთ-ის ტოლია! გაკვირვებული მეცნიერები უკვე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, უფრო სწრაფი მწერებიც აღმოაჩინონ.