ელისაბედი და ტიფორტრი - კვირის პალიტრა

ელისაბედი და ტიფორტრი

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი, რომელსაც ახლახან 88 წელი შეუსრულდა, უელსში ცხენების ფერმის (ჩოტტს) ცნობილ ცხენთა საავადმყოფოს ეწვია. ლურჯ სამოსში გამოწყობილმა მონარქმა საავადმყოფოს დირექტორ რიჩარდ კუმერთან ერთად გულისყურით დაათვალიერა საკვლევი ლაბორატორიები, ნახა ვიდეოფილმი ცხენთა ქირურგიის შესახებ. თუმცა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო დედოფლის შეხვედრა ერთ-ერთ "პაციენტთან" - ტიფორტრთან. მოუსვენარ ულაყს აშკარად არ სურდა "ეტიკეტის" დაცვა და ისე ლამობდა სამეფო სამოსის ჩაკბეჩას, რომ მომვლელ რებეკა მორისს გვარიანი ჯაფა დაადგა მის დასაოკებლად. მოულოდნელად ელისაბედმა ცხენს თავზე ხელი დაადო და მიეფერა, ულაყიც უცებ დამშვიდდა...