კლიჩკოს ქორწილი ისევ გადაიდო
12-05-2014
კლიჩკოს ქორწილი ისევ გადაიდო
ნიუ-იორკში პაპარაცებმა დანიშნულები - 37 წლის ვლადიმირ კლიჩკო და ჰოლივუდის 24 წლის ლამაზმანი ჰაიდენ პანეტიერი დააფიქსირეს. მათ ქორწილი ისევ გადადეს. "ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენს გეგმებზე მოქმედებს", - განუცხადა ამერიკულ ჟურნალ  Parade Magazine-ს პანეტიერიმ, რომელიც ქორწილის თარიღს კიდევ ვერ აზუსტებს. "არადა, ნამდვილად ვიცი, რომ დედობა მსურს და სამაგალითო დედა ვიქნები", - დასძენს მსახიობი. კლიჩკო კი აცხადებს, რომ ზუსტად იმდენი შვილი სურს, რამდენი ტიტულიც აქვს - 5! 
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით