რიანას გახდა დასწრებაზეა - კვირის პალიტრა

რიანას გახდა დასწრებაზეა

26 წლის "ბარბადოსის საოცრების", ანუ რიანას გახდა დასწრებაზეა - შიშველი მომღერალი პრაქტიკულად ერთდროულად გამოჩნდა ბრაზილიურ გლამურულ "ვოგსა" და ფრანგულ მამაკაცთა ჟურნალ "ლუიში". ორივე ფოტოსესიაში რიანამ თავისი ბუნებრივი სექსუალობა ისე წარმოაჩინა, რომ ინტერნეტის "მამებს" ე.წ. "ინსტაგრამიდან" რიანას განსაკუთრებით ეროტიკული ფოტოების წაშლა მოუხდათ. არადა, "ვოგი" მაინც მოდური სამოსის ჟურნალია, თუმცა რიანაზე "სამოსის" შემჩნევა საკმაოდ ძნელია.