დუგლას-ზეტა-ჯონსის "გადატვირთვა" - კვირის პალიტრა

დუგლას-ზეტა-ჯონსის "გადატვირთვა"

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური წყვილი კვლავ ერთადაა. მას შემდეგ, რაც შარშან, ზაფხულის მიწურულს 44 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსმა 69 წლის მაიკლ დუგლასი მიატოვა, გავრცელდა ხმები, - ქმარმა ცოლის ჭირვეულობა ვეღარ აიტანაო. თუმცა, მაიკლი ამ ხნის მანძილზე ღირსეულად მოიქცა, კეტრინზე ძვირი არ დასცდენია და აი, ისინი კვლავ ერთად არიან, ხოლო მათ თითებზე ისევ გამოჩნდა ქორწინების ბეჭდები. როგორც ბომონდში ამბობენ, სუპერვარსკვლავ მეუღლეებს შორის 25-წლიანი ასაკობრივი სხვაობა სულ უფრო ნაკლებად შესამჩნევი ხდება, მაგრამ "გადატვირთვის" მთავარი მიზეზი მაინც შვილებია - 13 წლის დილანი და 11 წლის კერი. ცოლ-ქმარი ამ ზაფხულს  შვილებთან ერთად იტალიაში მოგზაურობას აპირებს. ბავშვებს ელით რომი, ვენეცია, ფლორენცია და კუნძულ კაპრიზე დასვენება.