"სიურრეალისტური სისხლი" - კვირის პალიტრა

"სიურრეალისტური სისხლი"

ამერიკელი მხატვარი ვინსენტ კასტილია სურათებს საკუთარი სისხლით ხატავს. 30 წლის მხატვარს თავისი სიურრეალისტური "შედევრებისთვის" სისხლი არ ენანება, რადგან ამით, როგორც განმარტავს, მხატვარსა და ხელოვნებას შორის ბარიერს შლის. "თითოეულ ნახატში ჩემი ნაწილი დევს, სისხლი კი, თავისი კონსისტენციით, საღებავს მართლაც ჰგავს", - ამბობს კასტილია.