მამაკაცს ლეპტოპის ცოლად შერთვა სურს - კვირის პალიტრა

მამაკაცს ლეპტოპის ცოლად შერთვა სურს

მოყვარული მოდელი კრის სევიერი აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას საყვარელ ლეპტოპზე დაქორწინების უფლებას არ აძლევს - თუ ერთსქესიანთა დაოჯახება შეიძლება, მეც უნდა მქონდეს  Macbook-ზე დაქორწინების ნებაო. კომპიუტერი, რომელიც პორნოგრაფიითაა ავსებული, თურმე მისი "სექსუალური ობიექტია" და ხელსაწყოებთან სექსი "ნამდვილ ქალთან" ურთიერთობაზე მეტად სიამოვნებს.

"მივმართე იუტას სასამართლოს კლერკს, რომ ჩემთვის და ჩემი მანქანა-მეუღლისთვის ქორწინების ლიცენზია მოეცათ. უარი მითხრეს. დისკრიმინაციის მსხვერპლი ვარ. თუ გეებს აქვთ სექსუალური წადილის ობიექტთან დაქორწინების უფლება, მეც ხომ უნდა შემეძლოს ჩემს სექსუალურ ობიექტზე დაქორწინება?" - ამბობს აღშფოთებული კრისი.

აშშ-ის სასამართლოში მისი არგუმენტები არადამაჯერებლად შეაფასეს. როგორც მოსამართლე აცხადებს, ეს მოთხოვნა "არარეალური იყო".