ვინ, ვინ არის? - კვირის პალიტრა

ვინ, ვინ არის?

საკმაოდ ბევრმა მკითხველმა გადაწყვიტა დახმარებოდა ცნობილ ადამიანებს საკარნავალო კოსტიუმების შერჩევაში და როგორც დაგპირდით, დღეს თქვენ არნახულ მასკარადს დაესწრებით.

მაშ ასე, ისევე, როგორც ათი წლის წინ, დღესაც მკითხველმა ბარონ მიუნჰაუზენის კოსტიუმი მიხეილ სააკაშვილს მოარგო, მათი აზრით, ამ როლს პრეზიდენტზე უკეთესად ვერავინ შეასრულებს. ბაბა-იაგა ისევ ირინა სარიშვილია, თუმცა მკითხველმა ამ როლისთვის შესაფერის კანდიდატებად თეა თუთბერიძე, ეკა ხერხეულიძე და ელენე თევდორაძეც დაასახელა. სიზმარა დღესაც შალვა ნათელაშვილია, შალვა ნათელაშვილს არგუნა მკითხველთა ნაწილმა დონ კიხოტის როლიც. ერთგულ მკითხველს აუცილებლად ემახსოვრება ისიც, რომ ათი წლის წინანდელ კარნავალზეც ორი პერსონაჟი განასახიერა შალვა ნათელაშვილმა - კომბლე და სიზმარა. ბეტმენის კოსტიუმს ერთმანეთს ვანო მერაბიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი ეცილებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ მკითხველმა ეს ნიღაბი მაინც ვანო მერაბიშვილს არგუნა. ჩებურაშკას როლისთვის კი გია ცაგარეიშვილი და კახა კუკავა იბრძოდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, კუკავამ "გაიმარჯვა"...

ერთ-ერთმა მკითხველმა "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე www.kvirispalitra.ge საკარნავალო კოსტიუმები ცნობილ პოლიტიკოსებზე გადაანაწილა და თან ასეთი კომენტარები დაურთო:

ბარონი მიუნჰაუზენი - მიშა სააკაშვილი (გამოუსწორებელი ფანტაზიორი);

ბაყბაყდევი - ბენდუქიძე (ამ კოსტიუმს მასზე უკეთ ვერავინ მოირგებს);

კონკია - ფიქრია ჩიხრაძე (იქნებ ამ მასკარადზე მაინც გაეხსნას ბედი:);

დონ კიხოტი - შალვა ნათელაშვილი (ებრძვის ხან რას და ხან რას, ჯერჯერობით უშედეგოდ);

ბაბა-იაგა - ირინა სარიშვილი (რაც წლები გადის, მით უფრო ვრწმუნდები);

ექიმი აიბოლიტი - დავით გამყრელიძე (ბანალურია, მაგრამ მასზე ცნობილი ექიმი-პოლიტიკოსი ჯერ არ გვყავს).

KvirisPalitra.Ge