"მოდიოდა თეთრი გოგო..." - კვირის პალიტრა

"მოდიოდა თეთრი გოგო..."

12 მაისს ანჯელინა ჯოლის უცნაური იაღლიში მოუვიდა. ნიუ-იორკის კინოთეატრ "ზიფგილდში" ფილმის - "ჩვეულებრივი გული" პრემიერაზე, რომელშიც ჯულია რობერტსი, ჯიმ პარსონსი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ, კოლეგების მხარდასაჭერად ბევრი სუპერვარსკვლავი მივიდა, მათ შორის ჯოლი და პიტიც (სწორედ პიტის კომპანიაა ფილმის პროდიუსერი). 50 წლის ბრედი ასაკზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება და ცოლი ცდილობს, ქმარს არ ჩამორჩეს, თუმცა ამჯერად ანჯელინას, უფრო სწორად კი მის ვიზაჟისტს, აშკარად ზედმეტი მოუვიდა: საქმე ის არის, რომ ამ უკანასკნელმა ჭარბად გამოიყენა სინათლის ამრეკლავი პუდრი, რომელსაც ვარსკვლავები ჩვეულებრივ შუქზე სარკეში ჩახედვისას ვერ ამჩნევენ. თუმცა ვიზაჟისტის არაპროფესიონალიზმი მაშინვე ჩანს სოფიტების (მძლავრი სასცენო პროჟექტორების ან ფოტოგრაფების ელვაგანათების) კაშკაშა შუქზე. ცხადია, რომ პრემიერაზე ჰოლივუდის მთავარი წყვილი მაშინვე გაძლიერებული ყურადღებისა და, შესაბამისად, გაძლიერებული შუქის ცენტრში მოექცა - მზეთუნახავის სახე ბევრგან თეთრი ლაქებით აღმოჩნდა დაფარული...