მილა იოვოვიჩს "ცოდვებმა უწია" - კვირის პალიტრა

მილა იოვოვიჩს "ცოდვებმა უწია"

26 წლის მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა თავისი ბისექსუალურობის თაობაზე პრესტიჟულ "ესქვაირს" 2011 წელს განუცხადა, თუმცა შეყვარებული ქალის სახელი არ უხსენებია და საიდუმლოდ შეინახა, რადგან მაშინ რომანები უკვე მხოლოდ მამაკაცებთან ჰქონდა. 2012 წლის ოქტომბერში ვუდი გათხოვდა - მსახიობ ჯეიმი ბილს გაჰყვა ცოლად, 2013-ში ვაჟი შეეძინა და როდესაც თავისი გაინაღდა, ძველი საიდუმლო მოულოდნელად გათქვა - მისი შეყვარებული მილა იოვოვიჩი ყოფილა! ყვითელი პრესა აჭრელდა... ამბობენ, მილა ისეთი თავზარდაცემულია, რომ კომენტარს არ აკეთებსო...