21-ე საუკუნის "გლადიატორები" ამერიკულ ციხეში
19-05-2014
21-ე საუკუნის "გლადიატორები" ამერიკულ ციხეში
ცოტა ხნის წინ ამერიკის ცნობილ ციხე - ანგოლაში, სადაც საშიში დამნაშავები იხდიან სასჯელს, ტრადიციული "ციხის როდეოს" 50 წლის იუბილეს აღსანიშნავი სანახაობა მოეწყო. 1964 წლიდან ციხეში როდეო შიდა გართობის მიზნით იმართებოდა. თუმცა შემდეგ მთელ ქვეყანაში პოპულარული გახდა და დიდ ბიზნესად იქცა. მოხვეჭილი თანხის ნაწილი ციხის საქველმოქმედო ფონდში შედის. ყოველ აპრილს, როდეოს საყურებლად, პატიმრების ნათესავების გარდა, იქ უამრავი ტურისტი ჩადის.

როდეო სახიფათო გართობაა, მიუხედავად ამისა, მასში მონაწილეობა ბევრს სურს, თუმცა ციხის მესვეურები
მხოლოდ სანიმუშო ქცევით გამორჩეულ პატიმრებს ირჩევენ... ციხის როდეოს მონაწილენი კარგა ხანია იქცნენ ამერიკული სატელევიზიო სივრცის ვარსკვლავებად, მათ შორის არიან მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილნიც.
საქმე ის არის, რომ როდეოს ჩვეულებრივი ნომრების (გაუხედნავი უბელო ცხენისა თუ ხარის ჭენება) გარდა, მთავარი სანახაობა ე.წ. პოკერია: მისი დაწყებისას ჩაAფხუტიანი მონაწილენი პოკერის
მაგიდებთან სხდებიან და თამაშს იწყებენ. სწორედ ამ დროს უშვებენ არენაზე ხარებს, რომლებიც მოთამაშეებს აქეთ-იქით ყრიან. გამარჯვებულად კი ის უკანასკნელი პატიმარი ცხადდება, ვინც მაგიდასთან დარჩენას მოახერხებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით