ჩარლი პორნომსახიობს ირთავს! - კვირის პალიტრა

ჩარლი პორნომსახიობს ირთავს!

ჰოლივუდში ყველას ეგონა, რომ პორნომსახიობი ბრეტ როსი, რომელიც გათხოვილია, სამნაცოლები ჩარლი შინის მხოლოდ დროებითი გატაცება იყო. თუმცა, 48 წლის შინი თავის 24 წლის ახალ შეყვარებულს ფულს ისე უშურველად ახარჯავდა, რომ მათი ქორწინების თარიღის გამოცხადება (22 ნოემბერს) დიდად მოულოდნელი არც ყოფილა - დრო ნოემბრამდე ბრეტის და ჯონათან როსის ოფიციალურ გაყრას სჭირდება. ცნობილია ქორწილის ადგილიც - ჩარლის ვილა ბევერლი-ჰილზში და სტუმრებიც - ჩარლის სურს იხილოს სანათესავო, მეგობარი მსახიობები და სამივე ყოფილი ცოლი: მსახიობები - დონა პილი, დენიზ რიჩარდსი და ბრუკ მიულერი. მთავარი ის არის, რომ პატარძალი სტუმრად იწვევს თავის კოლეგებს პორნობიზნესიდან, რის გამოც მთელი ბომონდი ხელებს იფშვნეტს - ჩარლის ქორწილში ნამდვილად  ვერავინ მოიწყენს!