მულტიმილიონერის ღატაკი ძმა - კვირის პალიტრა

მულტიმილიონერის ღატაკი ძმა

46 წლის "ჯეიმს ბონდს" - სუპერვარსკვლავ დენიელ კრეიგს მამის მხრიდან ნახევარძმა ჰყავს - 23 წლის ჰარი, რომელიც ცალკე ცხოვრობს და თავს ბარმენობით ირჩენს. ჰარის ფული არ ჰყოფნის და მოდელადაც მუშაობს იაფფასიანი გამოცემებისთვის: რიგითი სესიისთვის საათში 15 გირვანქა სტერლინგს უხდიან, შიშვლად გადაღებისთვის - 25-ს. ამ დროს მისმა ძმამ მხოლოდ ავტომობილ  "რეინჯ როვერის" 7-წუთიანი რეკლამისთვის 1 მლნ გირვანქა სტერლინგი მიიღო, "ბონდის" ბოლო სერიისთვის 17 მლნ და მომდევნო ორ სერიაში 50 მლნ-ს მიიღებს. "მამაჩემი ტიმიც და დენიელიც "ფრიკად", ანუ უცნაურ ტიპად მთვლიან, მაგრამ ორივე მაინც ძალიან მიყვარს", - ამბობს უმცროსი კრეიგი.