მაკენას "დაცემა" - კვირის პალიტრა

მაკენას "დაცემა"

60 წლის უმუშევარ კრისტა მაკენას ახალგაზრდობაში მთელი ამერიკა იცნობდა - საოცრად მოქნილი სხეულის წყალობით არაერთი ტელევიზიის შოუში მონაწილეობდა, ამას გარდა, "პლეიბოის" მოდელიც გახლდათ. ახლა კი ყოფილი მოდელი იძულებულია, ქალაქ გრანდ რაპიდსში იმათხოვროს და დღემდე შენარჩუნებული პლასტიკით რამდენიმე დოლარი იშოვოს. "უკვე სკოლიოზი მაქვს და სახსრებიც მაწუხებს, მაგრამ ხანდახან, იღბლიან დღეებში, 6-7 დოლარის შოვნას ვახერხებ, ფულს უფრო უბრალო ხალხი მაძლევს - მუშები, მეთევზეები... არ ვიცი, როგორ დავეშვი აქამდე, ძალიან მრცხვენია", - ამბობს მაკენა.