"მე ის ჯენიფერი აღარა ვარ..."
26-05-2014
"მე ის ჯენიფერი აღარა ვარ..."
როგორ მოახდინოს ფურორი წითელ ხალიჩაზე, ყველაზე უკეთ ჯენიფერ ლოპესმა იცის. ახლახან მუსიკალური პრემიის (Billboard Awards 2014) დაჯილდოებაზე მომღერალი ისეთი სამოსით გამოცხადდა, კრიტიკოსებმა ვეღარ გაარკვიეს, სუპერვარსკვლავს "მინიშორტი" ეცვა თუ "მაქსი-ტრუსი". დონა კარანის სახლის ალისფერი გამჭვირვალე კაბა პრაქტიკულად ვერ ფარავდა 44 წლის ლაურეატის უზადო სხეულს. ასეთი დემონსტრაციის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ჯენიფერმა წონაში ისე დაიკლო, სტუმრებმა მისი ყველასთვის კარგად ცნობილი დაზღვეული უკანალი ვეღარ იცნეს! "მე ვეგანი (ვეგეტარიანელი) გავხდი, რაც არც ისე
ადვილი გამოდგა, სამაგიეროდ, შესანიშნავად ვგრძნობ თავს. კარაქი და ხორცი სულ მენატრება, თუმცა, დანებებას არ ვაპირებ", - განაცხადა ჯეი ლომ, რომელსაც "ვეგანობა" ბიონსემ ურჩია (თავად ბიონსემ და მისმა ქმარმა 50-50 კგ დაიკლეს!). მართალია, "ვეგანები" ტყავეულისა და ბეწვეულის ტარებაზეც უარს ამბობენ, მაგრამ მომღერალი ჯერ მზად არ არის,
უარი თქვას ცნობილი ბრენდების ქამრებსა თუ ფეხსაცმელებზე.   

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით