ცოცხალი მუსიკა ცოცხალი თმით - კვირის პალიტრა

ცოცხალი მუსიკა ცოცხალი თმით

ე.წ. ქუჩის მუსიკის დღეს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქალაქში სხვადასხვანაირად აღინიშნება, ლონდონელმა  მხატვარმა ტადას მაქსიმოვასმა თავის გრძელ თმას უცნაური გამოყენება უპოვა - ვიოლინოს სიმებად აქცია! მხატვარმა საკუთარი თმისთვის ტექნოლოგია თავად მოიგონა - თმა ჯერ დაიწნა საჭირო სიგრძეზე, მერე მის მიერ შემუშავებული წებოს მსგავსი უცნობი ხსნარით დაამუშავა, ბოლოს კი ცოცხალი თმის სიმებით ვიოლინო ააჟღერა...