"პირველად 12 წლისა გამაუპატიურეს"
26-05-2014
"პირველად 12 წლისა გამაუპატიურეს"
ბოლო დროს პამელა ანდერსონი გადასხვაფერდა: გათხოვდა, ქცევისა და ჩაცმის სტილი შეიცვალა და ცდილობს, მისაბაძი ქალი გახდეს. თუმცა, ჩვევა, რომ თავისი თვალტანადობით ყურადღება მიიპყროს, მაინც დარჩა - ახლახან კანის ფესტივალზე ყოფნისას პამელამ ცხოველთა დაცვის საკუთარი ფონდი (პამელა  ანდერსონ  ფაუნდეიშენ-ი) გახსნა. პრეზენტაციაზე 46 წლის ვარსკვლავს ისეთი კაბა ეცვა, შესანიშნავად ჩანდა მსოფლიოსთვის ნაცნობი ფორმები... მოულოდნელად ანდერსონმა მიკროფონი აიღო და ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას აცრემლებულმა აუწყა, რომ ის პირველად 12 წლის ასაკში გააუპატიურეს!

"დედაჩემი  მიმტანი
იყო, ორ ადგილას მუშაობდა, მამა კი ლოთობდა... ჩემი ძმის 25 წლის მეგობარმა თავისთან მიმიპატიჟა - ნარდის თამაშს გასწავლიო და... გამაუპატიურა. ცხოველების სიყვარულმა გადამარჩინა. დავიფიცე, რომ მხოლოდ მათ დავიცავდი. შვილების გაჩენამდე მარტო ცხოველები იყვნენ ჩემი მეგობრები", - განუცხადა გაოცებულ საზოგადოებას ახალგამომცხვარმა ცხოველთა დამცველმა.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით