ხარების ტრიუმფი მადრიდში - კვირის პალიტრა

ხარების ტრიუმფი მადრიდში

სახიფათო პროფესიათა  ჩამოთვლისას მატადორობას რატომღაც არასოდეს ახსენებენ, არადა, რა უნდა იყოს გააფთრებული ხარის ცხვირწინ მულეტის ფრიალზე სახიფათო! კორიდაზე ხშირია, მატადორების სიკვდილის და დასახიჩრების შემთხვევები, მაგალითად, ახლახან მადრიდში ლას ვენტასის ხარების ბრძოლა თითქმის დაწყებისთანავე დამთავრდა - ხარებმა სამი მატადორი მძიმედ დააშავეს. ყველაზე მძიმე ჭრილობები დავიდ მორამ მიიღო. როგორც წესია, მან ხარის გამოჩენამდე მუხლი მოიყარა, მაგრამ ცხოველმა მაშინვე რქებით აისროლა ჰაერში. დახმარების მომლოდინე, ფეხში დაჭრილი მატადორი უძრავად იწვა არენაზე. მეორე წყვილის ბრძოლისას ტორეადორი თეძოში დაიჭრა, როცა ხარს დაშნა მოუღერა. იმავე სცენარით განვითარდა მესამე ბრძოლაც - ხარმა მესამე მატადორსაც შეუტია და ისიც მძიმედ დაშავდა.

კორიდას ძალიან იშვიათად წყვეტენ. ხარების ბრძოლა ლას ვენტასში ხარების ასე სწრაფი გამარჯვებით ბოლოს 35 წლის წინ დამთავრდა.