განუყრელი მეგობრები
02-06-2014
განუყრელი მეგობრები
ნორვეგიის ერთ-ერთ ტყეში მხიარულად ატარებს დროს ორი მეგობარი - მელა სნიფერი და ძაღლი ტინი. მელა ადგილობრივი მკვიდრია, ძაღლი მასთან "სტუმრად" გასართობად დადის. ტინის პატრონის - ველური ბუნების ფოტოგრაფ ტორგეი ბერგის თქმით, მის ძაღლს ძალიან უყვარს სნიფერი, რომელიც მათთან თავიდან საკბილოს მოსახელთებლად შემობოდიალდა. "ახლა ისინი უერთმანეთოდ ერთ დღესაც ვეღარ ძლებენ. ერთად დარბიან,  ბანაობენ მდინარეში  და ერთად სძინავთ. ჩემი თვალით რომ არ ვხედავდე, ამას ვერ დავიჯერებდი. გადავწყვიტე, ფოტოალბომი შევქმნა ამ უცნაურ მეგობრობასთან
დაკავშირებით", - ამბობს ბერგი, რომელიც წიგნიდან მიღებული შემოსავლის დახარჯვას საქველმოქმედო მიზნით, სწორედ გარეული მელიების დასაცავად აპირებს, რადგან ძვირფასი ბეწვის გამო მათ გადაშენება ემუქრებათ.      

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით